ბექა ლილუაშვილი - ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებთან ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი - „ქართული ოცნება“ ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს

ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად - ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა,- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსია შესთავაზა.

დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ევროკავშირს საქართველოს მტრად ვერ გამოაცხადებს.

„ეს არის ძალიან დიდი დიპლომატიური სისულელე, გამოწვეული, ეჭვი მაქვს არა უცოდინარობით, არამედ მიზანმიმართულად. ყველაზე დიდ საკითხში, რომელიც იწვევს ყველაზე დიდ დაპირისპირებას საქართველოს საზოგადოებაში, რომელმაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, გამოიწვია ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია და დარწმუნებულო ვარ, დღესაც გამოიწვევს, ამ საკითხზე დიპლომატიური ქვეყნების წარმომადგენლობის შემოყვანა და მათთან ასე ღიად დაპირისპირება არის კონკრეტული გზავნილი, რომელიც როგორც ჩანს, [ბიძინა] ივანიშვილის გონებაში გამოცხვა. ის ცდილობს, რომ საზოგადოების დაპირისპირებაში შემოიყვანოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. „რუსული კანონის“ მიღების პროცესთან ერთად, რომელიც ისედაც ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტრებს შორის, ამის ზემოდან კიდევ უნდათ, რომ ღიად ევროკავშირი ამ ქვეყნის მტრად გამოგვიცხადონ. ვერ გამოგვიცხადებენ. მტერი არ აგვირჩევია, ის ისტორიამ განგვისაზღვრა და მეგობრები, რომლებიც გვყავს ათეული წლების განმავლობაში გვიდასტურებენ, რომ ჩვენი მეგობრები და კეთილისმოსურნეები არიან“,- განაცხადა დეპუტატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს