„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები.

პეტრე სარაჯიშვილს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ნევროლოგიის განვითარებაში.

პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. მან შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, ასევე კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პეტრე სარაჯიშვილმა პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ნევროლოგიის დარგის განვითარებაში.

იგი აგრეთვე იყო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მსოფლიოს არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი, ენციკლოპედიების რედაქტორი და საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და არაერთი საპატიო ორდენი.

მრავალპროფილური კლინიკის, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2011 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს ინსულტის, მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია