„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.

მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამჯერად მერიის წინ შეიკრიბნენ და ამგვარად უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას.

მათი თქმით, ეს არის რუსული კანონი და შეურაცხმყოფელია მისი მიღება.

აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიხმონ კანონპროექტი, რადგან „საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას“.

„პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, გამოიხმოს ეს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“, - აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება