საბა ბუაძე - ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს - კრემლის და პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მოუკლან

კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება" ჭიპლარით არის მიერთებული კრემლზე. ამიტომ ჩვენი სათქმელი უნდა იყოს - "არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას“, - ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება რუსეთიდან წამოსულ დავალებებს ასრულებს.

„ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს. კრემლის და პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მოუკლან. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი ნაწილია იურიდიულ კომიტეტზე ამ კანონპროექტის განხილვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დავიცვათ. რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. სხვაგვარად ჩვენ ეს ხალხი ევროპულ პერსპექტივას დაგვაკარგვინებს. კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ჭიპლარით არის მიერთებული კრემლზე. ამიტომ ჩვენი სათქმელი უნდა იყოს - "არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას", რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობიან მომავალს არყევს. მთავარია ყველამ თავისი სათქმელი თქვას, ამ ხელისუფლების პირობებში, დამატებითი დივერსიების მოლოდინი უნდა გვქონდეს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება