ნიკა სიმონიშვილი - ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს -  ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება

ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არის რუსული კანონის ანალოგი, - ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.

„ეს კანონი ყველანაირ ევროპულ ღირებულებასა და პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს, ცალსახად, არის იმ კანონის ანალოგი, რომელიც 2012 წელს რუსეთში მიიღეს და რომელმაც, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გაქრობა გამოიწვია. ამაზე არის როგორც პოლიტიკური, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შეფასება, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არის რუსული კანონის ანალოგი.

რა პროცესიც პარლამენტში მიმდინარეობს, ეს ჩვენ წინა წელს ვნახეთ და საზოგადოებამ, თქვა - „არა რუსულ კანონს“ და კიდევ იტყვის. ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდება და სიკეთეს არ მოუტანს.

ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს. ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს