იგორ ნარმანია - მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ახლა უკვე ნოკაუტით!

მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ახლა უკვე ნოკაუტით! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

იგორ ნარმანიას განცხადებით, თითოეულ ქართველს კარგად აქვს გააზრებული დღევანდელ დღეს ბრძოლის მნიშვნელობა.

„მე მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან ქართველ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს განაჩენი მათთვის უკვე გამოტანილია. როგორც შარშან წააგეს ბრძოლა ქართველ ახალგაზრდებთან, ახლა უფრო რთულად, ნოკაუტით დამარცხდებიან ქართულ საზოგადოებასთან.

აქ არიან ადამიანები წარმოდგენილი თავის ძმებთან, დებთან, შვილებთან, დედებთან ერთად, არავინ არ აპირებს დანებებას, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გახდეს რუსეთის გუბერნია.

თითოეულ ქართველს კარგად აქვს გააზრებული ბრძოლის მნიშვნელობა დღევანდელ დღეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავინ არ ვაპირებთ დანებებას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ!“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება