„სელფიზე“ პორტირება ონლაინ გახდა შესაძლებელი, დაპორტირებული მომხმარებლები კი ყოველთვე 1GB+100 წუთით დასაჩუქრდებიან

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს პორტირებას უკვე სრულად ონლაინ, ვებგვერდიდან სთავაზობს.

„სელფის“ ინფორმაციით, პორტირების განაცხადის შევსება უმარტივესი პროცესია.

„მომხმარებელს პორტირებისას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს სიმ ბარათის ტიპი, როგორც ფიზიკური, ისე eSIM-ი. „სელფიში“ დაპორტირებული მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე საჩუქრად მიიღებენ 1GB მობილურ ინტერნეტს და 100 წუთს ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ. ფიზიკური სიმ ბარათის არჩევის შემთხვევაში, ახალი სიმ ბარათის მისაღებად, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო სერვისით.

„სელფის“ მიზანია მისი მომხმარებლის გამოცდილება იყოს სასიამოვნო, მარტივი და დროის დამზოგველი. სწორედ ამიტომ „სელფიზე“ პორტირება უკვე სრულად ონლაინ არის შესაძლებელი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად, სულ რადენიმე წუთში შეავსოს განაცხადი, გახდეს „სელფის“ აბონენტი და ისარგებლოს კომპანიის მრავალფეროვანი შეთავაზებით,“ - აცხადებენ „სელფი“ მობაილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია