მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე - „შავი ფული“ თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება, თქვენ იცავთ ახლა „შავ ფულს“

ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს-მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა. მდინარაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას - „შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო". მისი თქმით, დიდხანს, ამაყად აპირებს საქართველოში ცხოვრებას და „შავი ფულის“ მხილების გამო არასდროს შერცხვება.

"ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. „შავი ფული“ თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა „შავ ფულს“. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება