გიორგი ქადაგიძე - ამოცანა არის შემდეგი - ხელისუფლებამ ვერ უნდა მიიღოს ეს კანონი ახლა, უნდა შეგვარგონ ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ოლიგარქია ჩავანაცვლოთ კოალიციური მმართველობით

ამოცანა არის შემდეგი - ხელისუფლებამ ვერ უნდა მიიღოს ეს კანონი ახლა, უნდა შეგვარგონ ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ოლიგარქია ჩავანაცვლოთ კოალიციური მმართველობით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართველი ხალხის დიდი ხნის სანატრელი ოცნება ევროინტეგრაციაა.

„ხელისუფლებას უნდა, რომ თვითონ დარჩეს მუდმივად ხელისუფლებაში, ნეპოტიზმის მეშვეობით თვითონ მიიღონ ყველა ის მატერიალური სარგებელი, რასაც სთავაზობს სახელმწიფო მოქალაქეებს და დანარჩენი მოქალაქეები დარჩნენ სიღარიბეში. მათმა ოჯახებმა ისარგებლონ ევროპული პერსპექტივით. ყველამ ვიცით, რომ "საშოპინგოდ", დასასვენებლად ევროპაში გარბიან, განათლებას ევროპაში იღებენ. ჩვენ გვინდა იგივე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ, ამოცანა არის შემდეგი - ხელისუფლებამ ვერ უნდა მიიღოს ეს კანონი ახლა, უნდა შეგვარგონ ევროპის ჩემპიონატი, შემდეგ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ოლიგარქია ჩავანაცვლოთ კოალიციური მმართველობით, რაც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც არის ჩვენი დიდი ხნის სანატრელი ოცნება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება