მამუკა მდინარაძე - მეგობარი ქვეყანა თუ პოლარიზაციას და ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს მეგობრული დამოკიდებულება არ არის, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამას დააფინანსებს, ეს ძალიან კარგია!

„უცხო ძალის ინტერესი“ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით - ოკუპანტი ქვეყნის შემთხვევაში შეუძლებელია ეს დადებითი კონტექსტით განიხილებოდეს, რაც შეეხება მეგობარ ქვეყნებს, თუ პოლარიზაციას და ცუდ რაღაცებს დააფინანსებს, ეს მეგობრული დამოკიდებულება არ არის, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროგრამას დააფინანსებს, ეს ძალიან კარგია! - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მდინარაძის მტკიცებით, აღნიშნული ტერმინი ყველა ქვეყნის შესაბამის კანონში გამოიყენება.

„სიტყვა “უცხოეთი“ მიღებულია და როდესაც თანხა ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოდის, ასეთ დამფინანსებელ ორგანიზაციებს უცხოეთის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ. აშშ-ში, FARA-ს სახელწოდებაც ეს არის, რომელიც ლობისტების შესახებ კანონი არ არის. იგივე სათაური აქვს ფრანგულს, ევროკავშირშიც იგივე სათაურია.

როცა ფული უცხოეთიდან შემოდის, მისი ინტერესია - უცხო ძალის ინტერესი მხოლოდ ნეგატიურს არ ნიშნავს და ეს შეიძლება განიხილებოდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან