კახა კინწურაშვილი - შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს - ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს

მთავარი პრობლემაა ის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, - ასე აფასებს მსახიობი კახა კინწურაშვილი “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს, რომლის საკომიტეტო განხილვა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს და რომლის საპროტესტოდაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყანა ყოველთვის ერთიანდებოდა.

„დიდი იმედი მაქვს ჩვენი მოსახლეობის გონიერების იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი უამრავჯერ იქნა მოტყუებული მთავრობების მიერ და პოლიტიკური კლასის მიმართ ძალიან დიდი იმედგაცრუება არსებობს, ჩემთვის პირადად. შემიძლია ჩემი დაკვირვებით ვთქვა, ჩემ გარშემო მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს თუ ა.შ. ყველას აქვს დიდი იმედგაცრუება, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე ეს ქვეყანა ყოველთვის ერთიანდებოდა. მე მაქვს ამ ერთიანობის იმედი, იმიტომ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი მოქალაქეებისთვის - მცდელობა საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ასევე, ეს არის დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული მოდელი, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება წლების განმავლობაში და ამის თვალსაჩინო მაგალითი კონკრეტულად დღეს არის ამ ბოღმით და საზოგადოების შეურაცხყოფით ინიცირებული კანონპროექტი. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ერთი პატარა ლამაზი ქვეყანა ვართ და სულ ბრძოლაში და ტანჯვაში ვართ. ჩვენმა თაობამ და არა მარტო ჩვენმა, ბევრი ტრაგედია დაითმინა და ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კეთილი დასასრული“, - განაცხადა კახა კინწურაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია