პარლამენტთან მიმდინარე აქციას სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა

„არა რუსეთს, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ - ამ სლოგანით პარლამენტთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა.

აქციაზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, სტუდენტებმა ბანერი წარწერით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ მიიტანეს. ასევე მიტანილი აქვთ ბანერები: „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“, „სირცხვილია“.

„ზოგადად ამდენი სტუდენტი რომ გამოვიდა დილიდან აუდიტორიიდან და გადაწყვიტა შეერთებოდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას, ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ხელისუფლების ამგვარ ნაბიჯებს არ შეეგუებიან. ჩვენი ფიზიკური ბრძოლით მოპოვებული გამარჯვება თავზე გადაგვახიეს და ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - აცხადებს სტუდენტი ნიკო მანაგაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ , რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება