ბექა დავითულიანი - „ქართული ოცნება“ ხშირად სცოდავდა, როცა ელჩებს გამშველებლის როლში ვიწვევდით ხოლმე - შიგნით მე რა ცვლილება მაქვს, არც ერთი ელჩის საქმე არ არის

„ქართული ოცნება“ ხშირად სცოდავდა, როცა ელჩებს რაღაცნაირად გამშველებლის როლში ვიწვევდით ხოლმე - შიგნით მე რა ცვლილება მაქვს, არც ერთი ელჩის საქმე არ არის და ამაზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსია შესთავაზა.

მისივე თქმით, ჩვენს პარტნიორებს ჰგონიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის პრობლემებს შეუქმნის, იმიტომ, რომ მათ ქვეყნებში NGO-ები ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში.

„არც ერთი უცხოური ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის საქმეში, შიდა პოლიტიკაში ჩარევა არ ღირს. ამას მე ვამბობ ცალსახად. ამ მხრივ „ქართული ოცნებაც“ ხშირად სცოდავდა, როცა მათ რაღაცნაირ გამშველებლის როლში ვიწვევდით ხოლმე. ეს არ შეიძლება რომ იყოს დაშვებული. ელჩის საქმე არის მის სახელმწიფოსა და ქართულ სახელმწიფოს შორის კონტაქტების დამყარება. მეტი არაფერი. შიგნით მე რა მაქვს ცვლილება არც ერთი ელჩის საქმე არ არის და ამაზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არავის აქვს, მაგრამ ვინაიდან შექმნილია ეს სიტუაცია და რაღაცნაირად მიჩვეულია ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი საზოგადოებაც რომ ეს ესე ხდება და ელჩები პრაქტიკულად, ჩვენს შიდა პოლიტიკაში მონაწილეობენ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა [დისკუსია]. ევროკავშირის ქვეყნებს პოლიტიკოსების წარმომადგენლები ვერ ხვდებიან NGo სექტორი თუ შეიძლება რეალურად მართლა იყოს გამოყენებული იმ მიზნებით, რითიც საქართველოში გამოყენება, იმიტომ, რომ იქ როგორც წესი ასე არ ხდება,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციას არც ერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი „წუნიანი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!