გიგა ბოკერია - როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ

როგორც მეტასტაზები ბრუნდება ორგანიზმში ზოგჯერ, ისე აბრუნებს ივანიშვილი „რუსულ კანონს“ და ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, მავნებლური შინაარსის გარდა, რომლის მიზანიც ყველა ოპონენტისთვის და მათთვის, ვისაც ვერ აკონტროლებს, აგენტის იარლიყის მიწებებაა, „ამ ეტაპზე „რუსული კანონის“ დაბრუნების მთავარი ამოცანა, საზოგადოების მორალურად გატეხვაა“.

„ივანიშვილი, ფაქტობრივად, გვეუბნება, ერთი წლის წინ რაზეც უკან დავიხიე და ვთქვი, რომ უპირობოდ გავაბრუნეთ, ახლა, როგორც მეტასტაზები ბრუნდება ხოლმე ორგანიზმში მკურნალობის შემდეგ, ისევ დავაბრუნებ ამ კანონსო. ამიტომ, აუცილებელი მგონია მშვიდობიანი პროტესტის ზრდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება