ლაშა დიაროვი - ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“ - ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!

ივანიშვილის პარტია დღეს იღებს „რუსულ კანონს“, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში. ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა, პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ანალოგიური კანონის საშუალებით დაიმორჩილა ყველა ოპონენტი და გააუქმა კრიტიკული მედია.

„ივანიშვილის პარტია დღეს იღებს რუსულ კანონს, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში.

პუტინმა ამ კანონის წყალობით დაიჭირა ყველა მისი ოპონენტი, გააუქმა ყველა კრიტიკული მედია, გააუქმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და რუსეთი იქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ.

ზუსტად იმავეს გაკეთება სურს ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ამას არ დავუშვებთ!“ - განაცხადა დიაროვმა.

ლაშა დიაროვის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს