„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი - ჩვენ ვიქნებით ერთიანები, პრინციპულები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს!

ჩვენ ვიქნებით ერთიანები, პრინციპულები, ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს! ყველას გავცემთ პასუხს, ვინც ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი წულაიამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

წულაიას თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არ შევეგუებით იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს „რუსული კანონი“. არ დავუშვებთ, რომ საქართველოს ხელი შეეშალოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით პარლამენტთან მიმდინარე აქციას, ვიქნებით ერთიანები, პრინციპულები, ვიბრძოლებთ ბოლომდე! ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს და ყველას გავცემთ პასუხს, ვინც ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს!“- განაცხადა გიორგი წულაიამ.

გიორგი წულაიას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება