ანჯეი დუდა - უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, კიევს მოკავშირეებისგან მუდმივი და უწყვეტი დახმარება სჭირდება - უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა წინადადებები, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და წავიდეს დათმობებზე. ამავე დროს, ის არ ეთანხმება, რომ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და ახალი დახმარების პაკეტების მიღება შეიძლება გათანაბრდეს კიევზე ჩუმ ზეწოლასთან.

"მე პრაგმატული დამოკიდებულება მაქვს ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების მიმართ. ჩვენი ინტერესები იგივეა, რაც უკრაინის. უკრაინას სურს სრული კონტროლის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო სამართალი მოქმედებს. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის უკრაინიდან ჯარების გაყვანით. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი არ მსმენია. ის ნამდვილად არ მიმდინარეობს ამ მომენტში. ვიცი, რომ ვლადიმირ ზელენსკის ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს ტერიტორიების დაცვასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, რომელიც წაართვეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება