კახა კალაძემ მუხიანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების განმავლობაში მიტოვებული და მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პროექტის შედეგად, ყველაფერი მოწესრიგდება - ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები, ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები დამონტაჟდება.

საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტია, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს. მსგავსი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ასეთ სამუშაოებს მომავალშიც განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უწყების ცნობითვე, თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება - ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს