ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში  WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში WWTG-ის წლიური შეხვედრა იმართება.

ღვინის სააგენტოს განმარტებით, ბრუსელის შეხვედრაზე შეფასდება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები.

მათივე ცნობით, თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი სწორედ ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

„2023 წლის 1-ელი მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან როტაციის პრინციპით გადმოეცა. ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველო თავმჯდომარეობას ავსტრალიას გადააბარებს.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები, საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.

ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო WWTG-ის 2014 წელსაც თავმჯდომარეობდა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. აღნიშნულ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს ამარტივებს. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს - ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ, ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება