ჯოზეფ ბორელი - ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.

„ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას.

მისი თქმით, ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის.

„ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება