„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი კუპატაძე - თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ პარლამენტთან, ვიცავთ ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს

თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა თაობები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი კუპატაძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ახალგაზრდები უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილეები არიან.

„დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესის მომსწრე და მონაწილეები ვართ. თითოეული ის ადამიანი, ვინც ვდგავართ აქ, ვიცავთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და იმ სურვილს, რომელზეც აღიზარდა ამ ქვეყანაში თაობები. ეს არ არის მხოლოდ ამ თაობის სურვილი, ეს არის მთელი წინა თაობების სურვილი, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც წინა წელს, წელსაც ვდგავართ აქ ქართველი ახალგაზრდობა, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი!“- განაცხადა გიორგი კუპატაძემ.

გიორგი კუპატაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს