სოფო ჯაფარიძე - მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან პარლამენტში, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც არიან დღეს წარმოდგენილები, ამ ახალგაზრდებს გასცენ

მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით [პარლამენტში], ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით, მიკროფონთან, არიან დღეს წარმოდგენილები, ამ ახალგაზრდებს გასცენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, მმართველი ძალის ქმედებებით ყველა ადამიანის მომავალი იღუპება.

„ჩვენი, ყველას მომავალი იღუპება მათი ამ ქმედებით. ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს შიგნით.

ჩვენ არ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, შეუშვან შიგნით.

სხედან ცინიკური სახეებით და უნამუსო განცხადებებს აკეთებენ. ხედავთ მათ დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ქალებს.

მართლა წარმოუდგენელია ის, რასაც ვისმენთ დილიდან მათგან. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდების ეშინიათ და მოვითხოვთ, რომ ეს ახალგაზრდები შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში და ის პასუხები, რა პასუხებითაც შიგნით, მიკროფონთან, არიან დღეს წარმოდგენილები, ამ ახალგაზრდებს გასცენ. ვერ გასცემენ, რადგან ეშინიათ!“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება