მამუკა მდინარაძე - ეს იყო შეკვეთილი, „გადახდილი“ პროვოკაცია ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული - ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია? თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს, თვალი თვალში გამიყაროს

ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს - ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია, რომელ ქართველობაში და რაში ზის? - ეს „კაცი“ ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა - ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მცირეხნიანი შეწყვეტის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ ჩვენ [უმრავლესობის] მიმართ“.

„მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მინდა ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო, ნებისმიერი თქვენგანის მათ შორის. ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს. ჩვენ რომ „ნაცების“ ტელევიზიებს ვეძახით და ასეც რომ არის, რამდენიმე დღის წინ მათ გავუგზავნე. ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაშია, რომელ ქართველობაში და რაში ზის? ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. ეს „კაცი“, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა. ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია, მე როგორც უმრავლესობის ლიდერს, ახლა ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელო. ხალხო, ერთი იცოდეთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ ამით და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ ეს ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ ჩვენ მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წვერები? და ვინ ახლა, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ მართლა რუსული ინტერესების გამტარებლები არიან? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ იცოდეთ. მე პირადად შევაკვდები.

რაც შეეხება ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი. „იქნებ მამუკა მდინარაძეს მივაწვდინოთ ხმა. ერთი გოგოა, ის უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც არაფრის თავი არ აქვთ [ზრდილობიანად რომ ვთქვათ], უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ ვერ გავიგეთ და მდინარაძე იქნებ ამან მაინც ცოტათი მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა იცოდეს, გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვართ გარედან ტიპების იმედზეო“. ეს მესიჯი რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე. მესიჯია ჩემი მეგობრის, რომელიც მიწერა მისი მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა და წელს ცოტა სხვა აზრზეა. ანუ, ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, „გადახდილი პროვოკაცია“, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ძალიან შეუბერა მამუკა მდინარაძემო. ანუ არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ ახლა, უკაცრავად ჟარგონისთვის და, „გავებანძებინე“ ალეკო ელისაშვილს და მისნაირ წუმპიდან ამოვარდნილ ხალხს. თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომა შეწყვეტილი იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება