ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ დღეიდან „ბიბლუსსა” და პრესის გავრცელების წერტილებში სპეციალურ ფასად გაიყიდება

დღეიდან, 15 აპრილიდან ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარს იქნება, აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

„ქალი ხავერდის ყელსაბამით“ გამოცემულია პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში . ის სერიის მესამე გამოცემაა და გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

ალექსანდრ დიუმამ „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ყველას იზიდავს. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია.

ავტორის სხვა რომანებთან შედარებით, „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ ნაკლებად ცნობილი ნაწარმოებია მიუხედავად იმისა, რომ ის მკითხველის გულს პირველივე გვერდებიდან იპყრობს.

ეს გახლავთ წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ არა იმიტომ, რომ წასაკითხია, არამედ იმიტომ რომ უფრო მეტად დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და მეტად შეიგრძნოთ თავი, როგორც ადამიანმა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება