„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს

„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ პროტესტს შეუერთდნენ, რადგან ხელისუფლებას ხალხის ძალა აჩვენონ. აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსული კანონი ყველამ ერთად გააპროტესტოს და ხელისუფლებას კანონი უკან გააწვევინოს.

მსვლელობის შემდეგ, სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე, სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

„არ გავჩერდებით, გამოდით გარეთ. ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ რუსული ხელისუფლება და მათი რუსული კანონები. აქციის ჩაშლას რომც შეეცადონ, ჩვენ კვლავ გავმართავთ. ჩვენი არჩევანია ევროპა, ევროპული განათლება და ჯანდაცვა. გამოდით სტუდენტები და შემოგვიერთდით“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს