სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მამაკაცი დააკავეს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

პოლიციის ცნობით, დაშავებულებს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ეკლესიის წინამძღვარსა და მორწმუნეებს თავს წირვის დროს დაესხა.

აღსანიშნავია, რომ ეს სიდნეიში ცივი იარაღით დაჭრის მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, შაბათს სიდნეის ბონდის რაიონში სავაჭრო ცენტრში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, დაიღუპა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!