მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - საფრანგეთში  ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში

ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს სავარაუდოდ ზედა პალატითაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში.

„შეცდომაც კი ჰქონდათ დაშვებული, დაინიცირებულ პროექტში, ევროპის ქვეყნებიც კი იყო დაფარვის ზონაში კანონის. სიმკაცრეზე რომ ლაპარაკობთ, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში. მეტი სიმკაცრე რა გინდათ და ჩვენ მონიტორინგი 6 თვეში რატომაა და ერთ წელიწადში რატომ უნდა შეავსოს დეკლარაცია ამაზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება