ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ოლიმპიური ზავის“ იმედი აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ პარიზის ოლიმპიადის დროს, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში „ოლიმპიური ზავის“ მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ოლიმპიური ზავის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელშიც, ვეცდები, რომ ბევრი ჩვენი პარტნიორი ჩაერთოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, დახმარებას სთხოვს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელიც რამდენიმე კვირაში პარიზს ეწვევა.

"ჩინეთის პრეზიდენტი რამდენიმე კვირაში პარიზში ჩამოვა და მე მას ვთხოვ, რომ დამეხმაროს. ეს არის მშვიდობის დიპლომატიური მომენტი“, - აღნიშნა მაკრონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება