გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია”

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 აპრილს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, საშაბურო, ბოდორნა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, შარახევი, ქალილო, წიფრანი, სონდისველა, როშკა, ლაუშა, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში. 11:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მენესო, ჭართალი.

10:00-დან 12:00 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, მუხრანი. 11:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, ჭოპორტი, არაშენდა, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი. 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, გაზის დასახლება.

10:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი. 13:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებში მამკოდა, ლელუბანი, გლდანი, მშრალხევი, ვეჯინი, ნადიკვრები, ხოდაბუნების ტერიტორიაზე.

13:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, საჯინიბო, სიონი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება