დევიდ კამერონი განმარტავს, რატომ არ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები უკრაინის თავზე დრონებს ვერ ჩამოაგდებენ, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

დევიდ კამერონმა განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს, რომ ისრაელის მსგავსად, დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს.

„ვფიქრობ, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ევროპაში ომის გაფართოების თავიდან არიდება გსურთ, ერთადერთი, რაც თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ, ეს ნატო-ს ჯარებსა და რუსეთის ჯარებს შორის პირდაპირ შეტაკებაა. ეს ესკალაციის საფრთხე იქნება“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

ასევე, დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება საუკეთესო მეთოდი არ არის და საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო ეფექტურია, რაც უკრაინას ესაჭიროება, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები, რომელიც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს