ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა” ქართული ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის დღეს ეძღვნება.

თსუ რექტორმა ისაუბრა ქართული ხორბლის და სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და გამოფენა ეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ეძღვნება ქართულ ხორბალს და საქართველოს აგრარული ისტორიის საკითხებს. ჩვენი მიზანია ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ იუნესკოს წინაშე დააყენა საკითხი ქართულ ხორბალს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა XVI-XVIII საუკუნით დათარიღებული ძველი საბუთები და ეტრატები, ფოტოები და ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური ჯიშები და ეთნოგრაფიული მასალა, ასევე ამ საკითხისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და წიგნები. ექსპონატები მოგვითხრობენ მარცვლეული კულტურის - რიტუალებისა და გამოყენების იმ უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა საქართველოში. გამოფენაზე წარმოდგენილი ეტრატები, ფოტოები, ხელნაწერები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური ჯიშები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტში.

„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ ჩვენი სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოგვეპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება“, - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.

თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრა საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ქართული ენდემური ჯიშების მარცვლეულ კულტურას ეძღვნება: „ქართველთა ეროვნულ - კულტურული იდენტობის მახასიათებელი - ხორბალი წერილობით კულტურაში“ - პროფესორი ლია ახალაძე; „ხორბალი და პური თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკაში“- პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; „ერთი აგრარული დღეობის შესახებ კახეთში“ - პროფესორი თეიმურაზ გვიმრაძე; „ქართული ენდემური ხორბლის გავრცელების არეალი თანამედროვე საქართველოში“ - დოქტ. ნოდარ შოშიტაშვილი; კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: “ქართული ხორბლის, მის მოყვანასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სულიერი და სოციალური კულტურის ცნობადობის გაზრდა”.

ღონისძიება თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის, თსუ მუზეუმისა და თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს