აქცია - “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”  ბათუმშიც მიმდინარეობს

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, დღეს ახალგაზრდების მომავალი წყდება და არ დაუშვებენ ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობის დაკარგვას.

აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრეოქტების გაწვევა მოხდეს.

“ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენი წინაპრები ევროპისთვის მუდამ იბრძოდნენ. ეს აქცია არ იქნება ბოლო, გაგრძელდება აუცილებლად”,- აღნიშნავენ შეკრებილი მოქალაქეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება