ლევან გოგიჩაიშვილი - პროტესტის კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს, ძალიან მწარედ

თუ კანონს მიიღებენ, მათთვის „ვუი“ იქნება და თუ არ მიიღებენ - „ვაი“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მიმდინარე კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს.

„ეს დღეებია, ისინი საზოგადოებრივ აზრზე ძალადობენ, პოლარიზაცია მიმდინარეობს. ტროლებით დარბიან და დაპირისპირების კერებს ხელოვნურად ქმნიან, ზიზღის კამპანია აქვთ გაჩაღებული. ამ ყველაფერს „ქართული ოცნების“ შავი ფული აფინანსებს. ნაწილობრივ, ქოლ-ცენტრების, მშენებლობების, კორუფციის ფული. „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ზიზღის დამფინანსებელია. უმრავლესობა აქვთ, ყველაფრის კადრება შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ამ პროცესში აუცილებლად დამარცხდებიან. თუ კანონს მიიღებენ, მათთვის „ვუი“ იქნება და თუ არ მიიღებენ - „ვაი“. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პროტესტის კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს, ძალიან მწარედ. მერე რას იზამენ ეს ადამიანები და რა იქნება მათი ბედი, კაცმა არ იცის“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!