ნიკა სიმონიშვილი - „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს - რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს - რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „არა რუსულ კანონს“ განაცხადა.

მისი თქმით, ძალაუფლება არა პარლამენტის კედლებში, არამედ ხალხშია.

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს იმ საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, შეუძლია დატკბეს თავისი პატარა ძალაუფლებით, რომელიც პარლამენტის კედლებში აქვს, მაგრამ პარლამენტის კედლებს გარეთ მათ ძალაუფლება რეალურად არ აქვთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება.

„რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში, ეს კანონი არის რუსული და "არა რუსულ კანონს" - ეს არის ჩვენი სათქმელი და არ არსებობს ორი აზრი, რომ არ გვჭირდება ეს კანონი“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია - „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება