ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს გასვლია და ეჭვი მაქვს, არც ახლა გაუვა

თავისი ქმედებით, რუსეთი დასავლეთსა და ევროპას ეუბნება, რომ ის საქართველოს აკონტროლებს, "არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ, აი, განახებთ!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ივანიშვილი და ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს.

„ოცნების“ სამარკო ნიშანი არის ტყუილი. ხალხს დაჰპირდნენ, რომ აღარ შემოიტანდნენ ამ კანონს, მაგრამ შემოიტანეს. ამ კანონს არცერთი ადამიანისთვის არ მოაქვს სიკეთე. ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, ვისთვის სიკეთის მომტანი იქნება, სამაგიეროდ, ევროკავშირის გზაზე არის შემაფერხებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე კანონი გაიწვიონ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა რამდენიმე თვის თავზე მშვიდად გააკეთონ არჩევანი. ამას თუ არ გააკეთებს, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი იქნება. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მათ მიიღეს დავალება. აფხაზეთში თებერვალში იგივე დაავალეს რუსებმა, იმავე კანონის მიღება. რამდენიმე კვირაში შემოიტანეს ხელმეორედ საქართველოში, ასეთი დამთხვევები ხომ არ ხდება?! ამ ქმედებით, რუსეთი ეუბნება დასავლეთსა და ევროპას, რომ საქართველოს აკონტროლებს ის, "არ გჯერათ? გაჩვენებთ! კანონი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრობისთვის შემაფერხებელია, იმას მივაღებინებ საქართველოს, აი, განახებთ!"

წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება. ესენი არიან ყველაფერზე ხელის მომწერები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა არავის არასდროს გასვლია და ეჭვი მაქვს არც ახლა გაუვა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს