ენტონი ბლინკენი - ჩვენ ესკალაციისკენ არ ვისწრაფვით, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერასა და რეგიონში ჩვენი პერსონალის დაცვას გავაგრძელებთ

ჩვენ ესკალაციისკენ არ ვისწრაფვით, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერასა და რეგიონში ჩვენი პერსონალის დაცვას გავაგრძელებთ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ერაყის ვიცე-პრემიერთან, მოჰამედ ალი ტამიმთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძლიერება და სიბრძნე ერთი და იმავე მონეტის სხვადასხვა მხარე უნდა იყოს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმის შემდეგ აშშ-მა უკანასკნელი 36 საათი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური რეაგირების კოორდინირებაში გაატარა.

„ჩვენ ესკალაციისკენ არ ვისწრაფვით, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერასა და რეგიონში ჩვენი პერსონალის დაცვას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება