პაატა მანჯგალაძე - თუ ვინმე დგას ცალ ფეხზე და აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს, ეს არის "ქართული ოცნება" - ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ

აქ ვარ იმიტომ, რომ ამ ხალხის დანაბარები "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას" ხვალ პირში მივახალო და გადავცე "ქართულ ოცნებას". ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ,- ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში "ძალიან ბევრი ევროპა იყო და ამიტომ, დააბრუნეს ეს "რუსული კანონი".

"ფაქტობრივად, საქართველომ მიაღწია ჩვენი მრავალი თაობის ისტორიულ არჩევანს, მიზანს, რომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ამ დროს ნაცვლად, 9 პირობის შესრულებისა, "ქართულ ოცნებას" რუსული კანონი შემოაქვს. რისთვის? იმისთვის, რომ დაკეტოს საქართველოს პერსპექტივა ევროპაში. ეტყობა, ვიღაცას ძალიან არ გაუხარდა, ჩვენ მტერს, რომ ევროკავშირში შედის საქართველო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოდის. ძალიან ბევრი ევროპა იყო და ამიტომ, დააბრუნეს ეს "რუსული კანონი". აქ იმიტომ ვართ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დავიცვათ ყველამ ერთად. აქ ვარ იმიტომ, რომ ხვალ ამ ხალხის დანაბარები "არა რუსულ კანონს", "არა რუსულ მთავრობას" პირში მივახალო და გადავცე "ქართულ ოცნებას". ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ. თავისუფალი არჩევანი მათ არ აქვთ და თუ ვინმე დგას ცალ ფეხზე და თუ ვინმე აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს, ეს არის "ქართული ოცნება". ის თავისუფლება დაკარგული ხალხია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება