მამუკა მდინარაძე - შეიძლება მონობით მივაღწევთ რასაც გვინდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია ორ ფეხზე დგომაა

გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდებაო. აღმოჩნდა ტყუილი? უნდა გავბედოთ ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, მეგობრებთან - ამ ქვეყნის ხსნა იქ იქნება, სადაც ჩვენს მეგობრებს თანასწორად დაველაპარაკებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამით მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სტრატეგია „ორ ფეხზე დგომაა“ და თუ საქართველო დასავლეთს თავს დაუხრის, მას „არავინ დააფასებს და ფაქტორადაც არ აღიარებს“.

„ჩვენ 2 წლის წინ 27 ქვეყნის ელჩმა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დემარში გვაჩვენა და გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდებაო. აღმოჩნდა ტყუილი? თამამად ვლაპარაკობთ ამაზე. უნდა გავბედოთ ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, მეგობრებთან. თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავათავისუფლებდით, ევროინტეგრაციაზეც იყო ლაპარაკი და ყველაფერზეც. ამ ტყუილის შემდეგ დავლაგდით და საბოლოოდ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ორ ფეხზე დგომით, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. თავმოყვარეობის დაკარგვით ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წახვალ, ამას მხოლოდ სუვერენიტეტით, დამოუკიდებლობით, პრინციპულობით და ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებების აღიარებით ვიზამთ.

ამ ქვეყნის ხსნა იქ იქნება, სადაც ჩვენს მეგობრებს თანასწორად დაველაპარაკებით. თუ დავუხრით თავს და ვაიმე დედაო ვიტყვით, იქ არავინ დაგვაფასებს, ყურადღებას არ მოგვაქცევს და ფაქტორად არ გვაღიარებს.

მე შეიძლება ვცდები, შეიძლება მონობით მივაღწევთ რასაც გვინდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია ორ ფეხზე დგომაა. ევროინტეგრაციის პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიდიოდა, ოღონდ, თან ამაყები ვიქნებით. ნუ დამიჯერებთ თუ გინდათ, თქვით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკან მივდივართ, მაგრამ რეალურად წინ მივდივართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს