პარლამენტთან აქციის მონაწილეები ცდილობენ შენობას მსვლელობით წრე შემოარტყან, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას მშვიდობიანი მსვლელობით წრეს შემოარტყამენ. აღნიშნულისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.

აქციის მონაწილეები „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“ სკანდირებენ.

სამართალდამცავები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევენ და ისინი კორდონის გარღვევას ცდილობენ.

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება