ნიკა გვარამია - სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ შეტრიალებული ისტორია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, ხალხის წინააღმდეგაა

სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ შეტრიალებული ისტორია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, სამწუხაროდ, ხალხის წინააღმდეგაა,- ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" ადგილი არის რუსეთში და საქართველოც იქ მიჰყავთ მათ.

"ახლა თვალს იმას ვადევნებთ, თუ საქართველოს პოლიცია მერამდენედ არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ შეტრიალებული ისტორია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, სამწუხაროდ, ხალხის წინააღმდეგაა. მე არ ვიცი გადაადგილების თავისუფლება რატომ არის შეზღუდული და რას გვეუბნება ეს ყველაფერი. მათ შეუძლიათ იდგნენ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე და იქ არ შეუშვან არავინ. აქედან გასვლა, ქუჩის მიმართულებით სიარული ეს ყველაფერი ყოველთვის ასე ხდება იმიტომ, რომ ადამიანები დაიჭირონ და ახლოსაც არ ჩაატარონ იმ მასხარებთან. ჩვენი მიზანია ვნახოთ რამდენი ვართ, ვინ ვართ და რა გვინდა, საით მივდივართ. ესენი მიდიან სულ სხვაგან. ამათი ადგილი არის რუსეთში და საქართველოც იქ მიჰყავთ. ჩვენ გვინდა ვანახოთ, რომ საქართველო იქ არ მიდის, მათთან ერთად არ მიდის და ჩვენი გზით მივდივართ. ამ გზით ვივლით ყოველთვის და ქართული პოლიცია ვერ იქნება შეფერხება. უნდა იცოდეს ქართულმა პოლიციამ, რომ ნებისმიერ შეფერხებას დასავლეთისკენ დაძლევს ქართველი ხალხი პოლიციის ჩათვლით, ეს მათ უნდა იცოდნენ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. პოლიციის კორდონის უკან, წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს