მამუკა მდინარაძე - თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან - თუ იქნება ძალადობა, პოლიცია ამას პასუხს გასცემს კანონის ფარგლებში

თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, თუ ხალხის მხრიდან იქნება ძალადობა, პოლიცია ამას კანონის ფარგლებში უპასუხებს.

„თუ არ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ იქნება ძალადობა, ბუნებრივია, პოლიცია ამას პასუხს გასცემს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის მტკიცებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციაზე ახლა ძალადობას აორგანიზებს, რის შესახებაც მან მისივე კოლეგისგან გაიგო.

„ნახეთ, „გადაგივლით“ - ეს არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმართვა პოლიციის მიმართ. როგორც ჩანს, ცოტნე კობერიძის. ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი არის ვინმე ზივზივაძე, თუ არ ვცდები ჩვენმა კოლეგამ გაახმოვანა, ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას, თუ ასეთი იქნება პოლიციას ამ შემთხვევაში მოუწევს რეაგირება, სხვა შემთხვევაში პოლიცია რაც არ იქნება იმაზე რეაგირებას ვერ მოახდენს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

გარდა ამისა, მოქალაქეები მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის შენობისთვის წრის შემორტყმას გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება