ვაჟა სირაძე - დაახლოებით 30 ადამიანი ახდენს პროვოკაციას - იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ, მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე

30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც შეგნებულად ახდენენ პროვოკაციას. პოლიციელებს იწვევენ, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ - მოვუწოდებ მათ, აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.

"ზუსტი ციფრი ამ ეტაპისთვის არ გვაქვს. წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება