გიორგი კალანდარიშვილი - ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში იქნება შესაძლებელი

ვპროგნოზირებთ, რომ [არჩევნების] წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 22:00 საათის პერიოდში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან, პლანშეტების მეშვეობით გადმოიგზავნება.

„როგორც ტრადიციულზე, ისე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება. მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება პლანშეტების მეშვეობით ცესკოში ამ ოქმების გადმოგზავნა, მათი პირდაპირ ცესკოს ვებ-გვერდზე გატანის უზრუნველყოფა. ჩვენი ვარაუდით, განვლილი პილოტირებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან - 22:00 საათის პერიოდში“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ამასთან, როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების მარკირების პროცედურა კვლავ შენარჩუნებული იქნება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია