ერაყის პრემიერი - მოვუწოდებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად ყველა მცდელობა განხორციელდეს

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში თავშეკავების გამოჩენა.

„მოვუწოდებთ, განხორციელდეს ყველა მცდელობა კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად“, - განაცხადა ერაყის პრემიერმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დაწყების წინ.

მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს.

„პარტნიორობის სულისკვეთებით, ჩვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავებული იყოს იმაზე, რაც რეგიონში ხდება. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს და უარვყოფთ ყოველგვარ რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ერაყის პრემიერმა.

ცნობისთვის, ერაყის დელეგაცია, მუჰამედ შია ალ-სუდანის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!