ისრაელი 32 ქვეყანას ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი მსოფლიოს 32 ქვეყანას წერილობით მიმართავს და ირანის სარაკეტო პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელ კაცი აღნიშნულ ქვეყნებს ასევე სთხოვს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.

„სარაკეტო პროგრამის დასანქცირება და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადება ხელს შეუწყობს ირანის შეკავებას და დასუსტებას“, - წერს ისრაელ კაცი და დასძენს, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ახლავე უნდა შეაჩერონ, სანამ გვიან არ არის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს