ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული ინციდენტის საფრთხე ემუქრება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბირთვული ინციდენტის საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა.

„ჩვენ ბირთვულ ინციდენტს ვუახლოვდებით. ეს თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

რაფაელ გროსიმ აღნიშნა, რომ 7 აპრილს დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მთავარი რეაქტორის სტრუქტურა დაზიანდა.

„სტრუქტურის დაზიანება ზედაპირული იყო, მაგრამ თავდასხმა ძალიან საშიშ პრეცედენტს ქმნის. საბედნიეროდ, მას რადიოლოგიური ინციდენტი არ მოჰყვა, მაგრამ ეს რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან ბირთვული უსაფრთხოება უკვე საფრთხის ქვეშ არის“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.

შეგახსენებთ, ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური რუსებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება