ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კირსტი ნარინენს და ფინეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე ჰარი პალდანიუსს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ.

„იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში, სამშვიდობო პროცესი საბოლოო მიზანს მიაღწევს. შეხვედრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესების განვითარების ტენდენცია აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის საჭიროებას წარმოშობს. მან ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო მოწყობის საკითხებში ფინეთისა და ზოგადად ევროპის გამოცდილება. ასევე იმსჯელეს ოჩამჩირის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისა და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროცესთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. სტუმრებს შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიღებისთვის და საქმიანი დიალოგისთვის. თავის მხრივ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისათვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება