ოლაფ შოლცი სი ძინპინთან შეხვედრაზე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მთელ საერთაშორისო წესრიგს აზიანებს

რუსეთის სამხედრო აგრესიამ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციის ხელახლა შეიარაღებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია ევროპის უსაფრთხოებაზე და პირდაპირ აზიანებს ევროპის ძირითად ინტერესებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს მთელ საერთაშორისო წესრიგს, რადგან არღვევს გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპს - ეროვნული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს", - განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ პეკინში მისი ბოლო ვიზიტის დროს მან და ჩინეთის ლიდერმა ბირთვული საფრთხეების მიუღებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

”მსურს თქვენთან ერთად განვიხილო, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად,” - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება