თინა ბოკუჩავა - რუსული კანონი სამიზნედ იღებს საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ

რუსული კანონი სამიზნედ იღებს საქართველოს მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება მათ შორის ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, მათ შორის 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, -ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას“.

„ხომ ხედავთ რამხელა პროტესტი, რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა და ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის გასული წლის აქციებით, მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა კი მორიგ ჯერზე ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას და გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა, შეაჩერეთ განხილვის პროცესი, არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ, არც მომავალ სესიაზე, გაიწვიეთ რუსული კანონი ერთხელ და სამუდამოდ. რუსული კანონის ადგილი საქართველოში არ არის, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და სწორედ ამისთვის იბრძვის ყველა, ამისთვის იბრძვიან ახალგაზრდები და მათ შორის მჯერა, რომ თქვენი შვილებიც, რომლებიც ხშირად საზღვარგარეთ სწავლობენ, საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ხოლო აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომელთა მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ისინი ძვირადღირებულ სასწავლებლებში გაუშვან ევროპაში და ამერიკაში, მათ თქვენ, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ართმევთ ევროპულ მომავალს.

ეს არის კანონი, რომელსაც არ ჰყავს არცერთი მოსარგებლე, არცერთი საქართველოს მოქალაქე არ იღებს არანაირ სიკეთეს ამ კანონის მიღების შედეგად. პირიქით, ეს კანონი სამიზნედ იღებს საქართველოს მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება მათ შორის ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, მათ შორის 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ კანონს მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. შეისმინეთ ქართველი ხალხის ხმა, ახალგაზრდები ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა, რომლებმაც აირჩიეს ევროპა და ერთხელ უკვე უთხრეს არა რუსულ კანონს, უთხრეს არა რუსეთს და უთხრეს კი ევროპას. შეისმინეთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებები, გუშინ რომ სასაცილოდ არ გყოფნიდათ მაგალითად გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რომელიც გეუბნებათ, რომ ეს არ არის ევროპული კანონი, მისი ადგილი არ არის საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, რუსული კანონი საქართველოს არ ჭირდება.

დღეს, როდესაც ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სრულიად სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სამარცხვინოა და სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს. კი არ უნდა დასცინოდეთ საერთაშორისო პარტნიორებს, კი არ უგულებელყოფდეთ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, კი არ უნდა უგულებელყოფდეთ ქართველი ხალხის მოწოდებებს და ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ კი არ უნდა თელავდეთ, უნდა უსმენდეთ ქართველ ხალხს, რომლებიც ისევე როგორც შარშან, წელსაც გარკვევით, ურყევად გეუბნებათ - არა რუსულ კანონს!“ -განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახურს ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო