გიგა ბოკერია - აქციების სლოგანი უნდა იყოს არა მარტო „არა რუსულ კანონს“, არამედ „არა პუტინისტურ რეჟიმს“, რადგან ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ჯაშუშის იარლიყი მიაწებოს საზოგადოების ყველა ჯგუფს, ვისაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა საზოგადოების მორალურად გატეხვა.

„კანონპროექტი თავისი შინაარსით გამიზნულია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. ამ რეჟიმის ამოცანა არის საზოგადოების მორალურად გატეხვა. მეტასტაზები რომ ვითარდება, რომ გგონია მორჩა, მაგრამ მეტასტაზი რჩება, ასე შეუძლიათ საზოგადოება მორალურად გატეხონ, რომ მაინც გაიტანს ოლიგარქი და მისი "კლოუნების" სამარცხვინო გარემოცვა თავისას. ორივე თვალსაზრისით პრინციპულია, რომ ამას შეხვდეს მშვიდობიანი, მზარდი, გაღრმავებული პროტესტი. სლოგანი უნდა იყოს არა მარტო "არა რუსულ კანონს", არამედ "არა პუტინისტურ რეჟიმს" იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი უკან რომც გაიწვიონ, თვითონ ამ კანონპროექტის ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ არ არის, სანამ ასეთი ოლიგარქი და მისი გარემოცვა მართავს მას. მზარდი, მშვიდობიანი პროტესტით, ამოცანა უნდა იყოს ამ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა და ივანიშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორება. სხვაგვარად, ჩვენ თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გავალთ", - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, მან საქართველოს პარლამენტში გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალადობრივი კლიმატი შექმნა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ისეთი კლიმატი, სადაც ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ამ კანონთან დაკავშირებული უტიფარი საქციელით, ძალადობის პირდაპირი წახალისებითა და ორგანიზებით. ისინი ძალადობას კი არ გმობენ, არამედ როგორ გაგვიბედაო. "ქართული ოცნებისთვის" ძალადობა კი არ არის მიუღებელი, არამედ ის, მათ მიმართ როგორ გაბედა ეს ვიღაცამ", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს